მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში თემატური
ჯგუფის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფესიული სასწავლებლების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის
პროფესიული განათლების განვითარების პროექტის მხარდაჭერით მოქმედმა თემატურმა ჯგუფმა
წლის სამუშაო შეაჯამა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელა.
თემატური ჯგუფის
მუშაობის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არაერთი პროექტი დაიგეგმა. მათ შორის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების და კარიერული ზრდის მარეგულირებელი
დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა
და განვითრებისთვის რეგულაციების შემოღებას, რომლის მიხედვითაც მოხდება მასწავლებელთა
პროფესიაში შესვლისა და განვითარების გზის განსაზღვრა.
რეგულირების დოკუმენტი
პროფესიულმასაბჭომგანიხილა, რომელიც საბჭოს წევრების მიერ შეფასდა, როგორც მოქნილი
დოკუმენტი, თუმცა ასევე გამოითქვა შენიშვნები, რაზეც თემატურმა ჯგუფმა იმსჯელა და დოკუმენტშიშესაბამისი
ცვლილებები შეიტანა.
ამჟამად თემატური ჯგუფი მსჯელობს მასწავლებელთა საკვალიფიკაციო
მოთხოვნებსა და ამ მოთხოვნების შესაბამისობაზე მათ სახელფასო
ანაზღაურებასთან.
|