მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ -ს ორგანიზებით ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სასტუმრო კომპლექსში მედიისთვის სემინარი გაიმართა.
სემინარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს დირექტორი ბიზნესთან, საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობის დარგში გიორგი კოპალეიშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილეები - ირინა აბულაძე და დავით ხვედელიძე, ასევე ცენტრის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სემინარზე ჟურნალისტებმა ინფორმაცია მიიღეს ზოგადი განათლების აქტუალური საკითხების, ცენტრის საქმიანობისა და სტრატეგიული მიმართულებების, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტისა და მასში შემავალი პროექტების შესახებ როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით.
მედია-სემინარზე პრეზენტაციით წარსდგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რომელმაც ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. ღონისძიებაში ტელე-რადიო, ბეჭდური და ონლაინ-მედიის 20 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
|