სსიპ
„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და
საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო
ოფისისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრის მხარდაჭერით პედაგოგებისთვის სემინარი „NATO-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური
განვითარებისთვის“ გაიმართა. პროექტში თბილისისა დაგორის მინიციპალიტეტის სკოლების
გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 30 მასწავლებელი მონაწილეობდა.
სემინარის ფარგლებში მასწავლებლები საინფორმაციო
ცენტრის დირექტორს ელენე გოცაძეს, NATO -ს სამეკავშირეო ოფისის
ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორს დავით
ზალკალიანს, ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძესა და საქართველოში
თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზექი ლევანტ გუმრუქჩუს შეხვდნენ. ასევე, პროექტისფარგლებში,სემინარის
მონაწილეებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმაცენტრმა
უმასპინძლა, სადაცმასწავლებლები ცენტრის გეოგრაფიის და სამოქალაქო
განათლების საგნობრივ კონსულტანტებსშეხვდნენ
და პროფესიული განვითარებისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ
მიეწოდათ ინფორმაცია.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება
NATO-ს ამოცანების, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნის მნიშვნელობისა და
NATO-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესების შესახებ.
სემინარი სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივითა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით
უკვე მეორე წელია ხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.
|