მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა აბულაძემ კონფერენცია "სასკოლო ქსელების განვითარება - პროფესიული თანამშრომლობისათვის" გახსნა. კონფერენციაში სასკოლო ქსელებში ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, მასწავლებლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები, განათლების ექსპერტები, მასწავლებლის სახლის ტრენერები და განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს მასწავლებელთა ორი მოქმედი საგნობრივი, კერძოდ ინგლისური და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ გათვალისწინებული და გაზიარებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული საგნობრივი გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესის ხელშესაწყობად. ასევე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული თანამშრომლობითი ურთიერთობებისა და მაგალითების შესახებ.
კონფერენციის მიზანი იყო სასკოლო ქსელების პროგრამაში ჩართულ სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარების გზით.
|