მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
უსინათლოთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, უსინათლოთა
კავშირის,
არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ასევე სპეციალური მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
უსინათლოთა განათლების ისტორიისა და საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთა განათლების
შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს უსინათლოთა კავშირისა და საქართველოს განათლების
და მეცნიერების წარმომადგენლებმა, ხოლო ცენტრის ინკლუზიური და სპეციალური განათლების
კონსუტანტმა ჟანა კვაჭაძემ, ისაუბრა უსინათლოთა განათლების მიმართულებით ცენტრის მიერ
დაგეგმილ და განხორციელებულ მხარდამჭერ ღონისძებებზე. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ
გაცნობოდნენ უსინათლო და მცირემხედველი ადამიანის დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის
საჭირო აღჭურვილობას და ასევე იმ საშუალებებს, რომელიც მათი სწავლების პროცესში გამოიყენება.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების ნამუშევრები.
ღონიძიება N202-ე საჯარო სკოლის
უსინათლო მოსწავლის ანა სიხაშვილის
მიერ
ფორტეპიანოზე შესრულებული
მუსიკალური ნაწარმოებით დასრულდა.
|