მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლთა მესამე ეროვნული კონფერენცია, სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. მასწავლებელთა მესამე ეროვნულ კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 64-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული თემები წარუდგინეს, მათ შორის არაფორმალური განთლება სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებისთვის; კითხვის სწავლება დიფერენცირებული მიდგომით; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება; აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა; ომი და ადამიანური ღირებულებები; ატმოსფეროს ეკოლოგია; ასევე, საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზეს.
კონფერენციაზე ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს თემები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, განათლებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, ინკლუზიური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოტრომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 200-მდე განაცხადიდან 52 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.