მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული
განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატური ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი
და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის
მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და კარიერული ზრდის რეგულირების
დოკუმენტზე მუშაობა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის
კონცეფციის ჩარჩოს შემუშავება იყო.
პროფესიული განათლების
მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და კარიერული ზრდის რეგულირების დოკუმენტზე მუშაობა ცენტრმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სამუშაო
პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები და პროფესიული
სასწავლებლების წარმომადგენლები. თემატური ჯგუფის წევრების მიერ შემუშავებული დოკუმენტი
პროფესიული განათლების საბჭოს ნოემბრის თვეში წარედგინება.
პროფესიული განათლების
მასწავლებელთათვის დაგეგმილია საერთაშორისო მობილობის პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა
პრიორიტეტული მიმართულებით. საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მასწავლებელთა ჩართვა
ხელს შეუწყობს მათ მიერ ახალი გამოცდილების მიღებასა და გაზიარებას საზღვარგარეთ მომუშავე
კოლეგებთან, გარდა ამისა, დადებითად აისახება როგორც მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზე,
ისე სწავლა-სწავლებს ხარისხზე.
იმისათვის, რომ
საერთაშორისო მობილობის პროგრამა სისტემური და
გამჭვირვალე იყოს, საჭიროა არსებობდეს შესაბამისი კონცეფცია. კონცეფციის ფარგლებში
გაწერილი იქნება მასწავლებელთა საერთასაშორისო მობილობის პროგრამაში ჩართვის წინაპიროებები,
შერჩევა და მასწავლებელთა შესაბამისი მომზადება პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
კონცეფციაზე მუშაობა
მომავალ წელსაც გაგრძელდება, ასევე გადამზადდება რამდენიმე ჯგუფი პირველ ეტაპზე პროგრამაში
ჩასართავად.
|