მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სასკოლო ქსელებისთვის ტრენინგებს ახორციელებს
სიახლეების არქივი05 ნოემბერი , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სასკოლო ქსელების პროგრამის ფარგლებში, ქსელში ჩართული მასწავლებლებისთვის რიგით მეორე ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი ერთი თვის განმავლობაში გასტანს და მოიცავს ეფექტიანი სასწავლო გარემოს, ორგანიზაციული კულტურის, პროფესიული ქცევისა და ეთიკის საკითხებს, ასევე მათ კავშირს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან, კერძოდ, მასწავლებლის თვითშეფასების კითხვართან. აღნიშნული ტრენინგი მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის შევსებაში და მისი თითეული კომპონენტის გააზრებაში დაეხმარება.

სასკოლო ქსელების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა და მასში 353 სკოლისგან შექმნილი 90 სასკოლო ქსელია გაერთიანებული. თითოეულ ქსელში, ტერიტორიული პრინციპით, გაერთიანებულია ხუთამდე საჯარო სკოლა და თითეული სკოლის 5 წარმომადგენელი: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და 3 სხვადასხვა საგნის მასწავლებელი.

პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრენინგი „თანამშრომლობა სკოლებს შორის - კოლექტიური პასუხისმგებლობის კულტურა“, რომლის ფარგლებში სკოლები გაეცნენ პროგრამის მიზნებს და გაანალიზეს მათი კავშირი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოთხოვნებთან; შეიმუშავეს თანამშრომლობის გეგმის მონახაზი და სკოლებს შორის კომუნიკაციის სტანდარტები, ასევე განსაზღვრეს საერთო საჭიროებები და ვალდებულებები ქსელის ფარგლებში.

პროგრამაში ჩართულ ყველა ქსელმა გაიარა კონსულტაციები საგანმანათლებლო რესურსების ორგანიზებისა და მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის ეფექტიანობის საკითხებზე.

პროგრამის მიზანია სკოლების მიერ საჭიროებების დადგენის, ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით ხელი შეეწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.