მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული
განათლებისა და გადამზადების სისტემაში“
ფარგლებში სმენის
დარღვევების მქონე ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და ჟესტური ენის
თარჯიმნებისთვის ჟესტური ენის კურსების განხორციელება დაიწყო, რომელშიც 50 ადამიანი მონაწილეობს.
ტრენინგების მონაწილეები
თემატურად გაეცნობიან ჟესტური ენის გამოყენების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს,
ასევე დაქტილის შესწავლისათვის აუცილებელ უნარებს.
ჟესტური ენის თარჯიმნები
ტრენინგის ფარგლებში გაიუმჯობესებენ ჟესტურ ენაზე თარგმნის ტექნიკას, ასევე
გაივლიან თარჯიმნებისთვის განსაზღვრული წესებისა და ეთიკის საკითხებს.
კურსის
მიმდინარეობის პერიოდში მასწავლებლები მიიღებენ ინფორმაციას სმენის დარღვევების
მქონე მოსწავლის განვითარების თავისებურებებსა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე.
გარდა ამისა ტრენინგის მონაწილეები გაივლიან
სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი
გარემოს შექმნის საკითხებს და მიიღებენ თეორიულ ცოდნას სწავლა-სწავლების პროცესში ჟესტური
ენის გამოყენების შესახებ.
ტრენინგის
გავლის შემდეგ მშობლებს ექნებათ თეორიული ცოდნა სმენის დარღვევების მქონე ბავშვის
განვითარების თავისებურებების, საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ჟესტური ენის
მნიშვნელობის შესახებ.
პროექტი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ნორვეგიის
მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგ-მოდულების მომზადება
და განხორციელება
უსინათლო და მცირემხედველ პირთა განათლებისა
და ინკლუზიური
პროფესიული განათლების მიმართულებით. ასევე სახელმძღვანელოებისა
და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა.
|