მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგი “ორიენტაცია და მობილობა” დაიწყო
სიახლეების არქივი28 ოქტომბერი , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგი „მობილობა და სივრცეში ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის“ დაიწყო. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ტრენინგის პილოტირება და მასში 6 ადამიანი მონაწილეობს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლიდან ჩართულია საქართველოს განათლების და მეცნიერების და ნორვეგიის განათლების კვლევების სამინისტროს ერთობლივ პროექტში „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების და გადამზადების სისტემაში“. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა ტრენინგ მოდული - „მობილობა და სივრცეში ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის“.

მოდული განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მათთვის, ვინც მუშაობს მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან და ასწავლის მათ უსინათლო პირებისთვის სივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირების და გადაადგილების ტექნიკებს.

პილოტირების შემდეგ მოდული დამტკიცდება და 2016 წლიდან ნებისმიერ მასწავლებელს ან დაინტერესებულ პირს, ვინც მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვს ასწავლის საშუალება ექნება გაიაროს აღნიშნული მოდული.

2016 წლიდან ასევე დაგეგმილია მოდულის მეორე და მესამე დონის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს კიდევ უფრო გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და დახვეწონ სწავლების ტექნიკები.