ფიზიკის
15 მასწავლებელი, რომელიც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.
მასწავლებლებმა
ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი
ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში
მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე
დამის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების
განვითარებაში. გარდა ამისა,პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული
სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების
საკითხებზე.
მასწავლებლები
მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად
დაფინანსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
5
წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპისცენტრში კვალიფიკაცია100-მდე
მასწავლებელმა აიმაღლა. გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი, სხვადასხვა საგნების
პედაგოგებისთვის ყოველწლიურად ატარებს
კონკურსს კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობისათვის.
|