მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება
სიახლეების არქივი17 ოქტომბერი , 2015

ბოლო დროს, ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია სკოლაში ძალადობის ცალკეული შემთხვევის შესახებ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიესალმება აღნიშნულ თემაზე ჯანსაღ საჯარო დისკუსიას და პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების ძიებას. თუმცა, აღნიშნული საკითხის განხილვა არ უნდა მოხდეს მასწავლებლის პროფესიისა და ზოგადი განათლების სისტემის დისკრედიტაციის ხარჯზე. სწორედ მაშინ, როდესაც მასწავლებლის პროფესიის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდა და მიმდინარე წელი მასწავლებლის წლად გამოცხადდა, კონკრეტული ტრაგედია არ უნდა განზოგადდეს მთელ სისტემაზე და ამით ჩირქი არ უნდა მოეცხოს ამ ძალიან დასაფასებელი და ღირსეული პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთა შორის მრავალი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით.

დადგა დრო, როცა სახელმწიფომ დაიწყო მასწავლებლის მიზანმიმართული მხარდაჭერა და მისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე ზრუნვა. შეიქმნა სისტემა, რომლის ფარგლებში მასწავლებელზე გახდა დამოკიდებული მისი პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა და შესაბამისად, ანაზღაურების ზრდა. საზოგადოება უნდა მოუფრთხილდეს პედაგოგს, მის ღირსებას და საპასუხისმგებლო შრომას. რაც შეეხება სკოლაში ძალადობის რისკებს, საზოგადოების ყველა ჯგუფმა - სახელმწიფომ, მედიამ, თემმა, სკოლამ და მშობელმა უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა აღნიშნულ პრობლემაზე და ჩვენი წვლილი შევიტანოთმის აღმოფხვრაში.

დასაფიქრებელია, რომ ბულინგის პრობლემა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მწვავედაა წარმოჩენილი. სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიზანია მსოფლიოს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემების კვალდაკვალ განავითაროს ქართული ზოგადი განათლების სისტემა და მოახდინოს სკოლაში ძალადობის რისკების მინიმიზება, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ტრენინგ-მოდულებში გათვალისწინებულია კონფლიქტების მართვისა და სკოლაში ძალადობის პრევენციის კომპონენტი. აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავს, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგების გადამზადებას, ასევე სკოლის ადმინისტრაციის, კერძოდ, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის მომზადებას აღნიშნული პრობლემის ეფექტიანი პრევენციისა და გადაწყვეტისთვის.

სწორედ ტრენინგებზე შეძენილი ახალი ცოდნისა და პროფესიული უნარების პრაქტიკაში დანერგვა და მისი შედეგების შემოწმება გულისხმობს ტრენინგის წარმატებით გავლას მისი ახალი შეფასების სისტემით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი, რომელიც ითვალისწინებსკონფლიქტების მართვისა და ფიზიკური, ინტელექტუალური და მოსწავლისთვის ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნის კომპონენტს და საგანგებო ბლოკი ეთმობა, თუ როგორ წყვეტს მასწავლებელი აღნიშნულ პრობლემას პრაქტიკაში და რამდენად ეფექტიანად ახერხებს კონფლიქტური სიტუაციების მართვას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში და სხვადასხვა სახის პროფესიული საკითხების გადაწყვეტაში. საზოგადოების მიერ კი ხელი უნდა შეეწყოს აღნიშნული პროცესს, რადგან მასწავლებლის პროფესიის განვითარება და წარმატება მომავალი თაობებისა და ქვეყნის განვითარების აუცილებელი ნაწილია.