მასწავლებელთა
პროფესიული განვთარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე და
დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი ნათია ჩხენკელი დამწყებ მასწავლებელთა
პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის
მიზანი იყო დამწყები მასწავლებლებისთვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი
მხარდამჭერი ღონისძიებების, დამწყები მასწავლებლების პროფესიული განვითარების საჭიროებათა
კვლევის შედეგებისა და მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას გაცნობა.
დამწყებ
მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს 2
წლამდე სტაჟის მქონე, ახალბედა მასწავლებლების ხელშეწყობას ტრენინგების,
სემინარების, ვორქშოფებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების განხორციელების გზით.
|