მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს 30-მდე კერძო და საჯარო სკოლა განათლების
საერთაშორისო ექსპერტის, კენ რობინსონის ინიცირებულ დაგაეროსბავშვთაფონდისმხარდაჭერით განხორციელებულპროექტს„მსოფლიოსყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ შეუერთდა.
გაკვეთილი VII-VIII კლასის მოსწავლეებს ინგლისური
ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა ერთობლივად ჩაუტარეს. გაკვეთილის თემა გაეროს ორგანიზაციის
მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნები“ იყო.
პროექტი სხვადასხვა ქვეყანის სკოლებში გაკვეთილის ერთდროულად
ჩატარებას ითვალისწინებდა.
მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი გაეროს მდგრადი განვითარების
სამიტის პარალელურად განხორციელდა, სადაც მსოფლიო ლიდერები პლანეტის დაცვისა და კლიმატური
ცვლილებების საკითხებზე მსჯელობდნენ.
|