მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული
ცენტრის
დირექტორმა
გიორგი
მაჩაბელმა
და
ჩინეთის
სახალხო
რესპუბლიკის
საგანგებო
და
სრულუფლებიანმა
ელჩმა
იუე
ბინიმ
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნულ
ცენტრსა
და
ჰანბანის
ცენტრს
შორის
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმს
ხელი
მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში ჰანბანის
ცენტრი
საქართველოში
1 აკადემიური
წლით
16 მოხალისე
მასწავლებელს
გამოგზავნის,
რომლებიც
პროგრამის
„ასწავლე
და
ისწავლე
საქართველოსთან
ერთად“ ფარგლებში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საპილოტე საჯარო სკოლებში განაწილდებიან.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ჰანბანის ცენტრის
მხრიდან
ჩინური
ენის
სწავლა-სწავლების
პროცესისა
და
მასთან
დაკავშირებული
საგანმანათლებლო-კულტურული
პროგრამების
განხორციელების
ხელშეწყობას
საქართველოს
საჯარო
სკოლებსა
და
უნივერსიტეტებში.
ჩინეთის მხარის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების შერჩევა
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნული
ცენტრის
მიერ
დადგენილი
კრიტერიუმების
შესაბამისად,
ცენტრის
თანხმობით
განხორციელდება.
შერჩევისას
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კრიტერიუმია
ჩინური
ენის
სპეციალისტის ბაკალავრის
ხარისხი.
ჩინელი მოხალისეები პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უკვე მესამედ ჩამოდიან. პირველი ნაკადი, რომელიც 10 მოხალისისგან შედგებოდა, 2013 წელს,
მას
შემდეგ
ჩამოვიდა,
რაც
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნულმა
ცენტრმა
პროგრამა
ენების
მიმართულებით
გააფართოვა.
|