მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი დღეს სკოლის
დირექტორების კონსულტირების პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
ცენტრის
ტრენერ-კონსულტანტები სკოლის დირექტორებს უკვე რამდენიმე დღეა მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
ერთ-ერთ ძირითად კომპონენტთან, შიდა შეფასებასთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევენ.
დირექტორების შეფასების ჯგუფის დაკომპლექტების, ჯგუფის წევრების შერჩევის,
შეფასების პროცესის დეტალებს ეცნობიან.
კონსულტაციების
მიზანია, სკოლამ ხარვეზების გარეშე შეძლოს შეფასების ჯგუფების შექმნა და შეფასების
პროცესის განხორციელება. ამ მიმართულებით ცენტრი სქემის დანერგვის სხვადასხვა
ეტაპზეც გააგრძელებს კონსულტაციებისა და ტრენინგების განხორციელებას.
|