მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ინკლუზიური პროფესიული განათლება, მისი მართვა და ინდივიდუალური მიდგომები პროფესიული განათლებისას" ტრენინგები პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა.
ხუთდღიან ტრენინგზე პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ
ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინკლუზიური განათლება პროფესიულ სასწავლებლებში; ალტერნატიური
ტესტირება; ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა და ინდივიდიუალური სასწავლო გეგმა; მულტიდისციპლინური
გუნდური მუშაობა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის შეფასება;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის სწავლების სტრატეგიები; ეფექტური
სასწავლო პროცესის დაგეგმვა; უნივერსალური დიზაინი; სასწავლო გარემო და მისი მორგება;
სასწავლო მასალის შექმნა და ადაპტირება და სტუდენტების პორტფოლიო.
ტრენინგები საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის
ფარგლებში ხორციელდება.
|