მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების
კონსულტირების საკითხებზე ტრენერ-კონსულტანტებისა და ექსპერტების საინფორმაციო
შეხვედრა გაიმართა.
სქემის ეფექტიანად დანერგვის მიზნით, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტები 2015 წლის 14
სექტემბრამდე ყველა საჯარო სკოლის დირექტორებთან და დირექტორის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
სქემის ერთ-ერთ ძირითად სიახლეს
წარმოადგენს პასუხისმგებლობის დელეგირება სკოლებზე და მასწავლებელთა საქმიანობის
შეფასება სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ. ასევე სკოლებში დამკვიდრდება ფასილიტატორის ინსტიტუტი,
რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა მათ პროფესიულ
განვითარებაში. სქემის მიხედვით, შეფასების ჯგუფის წევრებისა და ფასილიტატორების
არჩევა უნდა განხორციელდეს სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. შეფასების ჯგუფის ფორმირების შემდეგ
ცენტრი ჯგუფის წევრების
ტრენინგების ციკლს განახორციელებს, რომლის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლომდე
გაგრძელდება. ცენტრში მომზადდა სქემის გზამკვლევის პირველი ნაწილი,
რომელიც სასწავლო წლის დაწყებისთვის ყველა
სკოლას მიეწოდება. აღნიშნული
პროცესების
შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა
ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული 45 ტრენერ-კონსულტანტი სკოლებსა და
მასწავლებლებს კონსულტაციებს გაუწევს.
|