მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და ინკლუზიური
განათლების სპეციალისტებს ორი ტრენინგ-მოდულის გავლას სთავაზობს.
ტრენინგ-მოდული
„რთული ქცევის მართვა“ მონაწილეებს მოსწავლის ქცევის ყველა იმ სირთულეს გააცნობს, რაც
შეიძლება გამოვლინდეს კლასში და ხელი შეუშალოს მოსწავლის სწავლასა და სოციალიზაციას.
ტრენინგზე მონაწილეები ასევე გაეცნობიან ფაქტორებს და მიზეზებს, რაც განაპირობებს მოსწავლის
რთულ ქცევას. ტრენინგის ძირითადი დრო კი ქცევის მართვის ეფექტური სტრატეგიების შესწავლას
დაეთმობა.
ტრენინგ-მოდულის
„სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებლის პორტფოლიო“ ფარგლებში მონაწილეები
გაეცნობიან „მასწავლებლის პორტფოლიოს“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
2013 წელს შეიმუშავა. დოკუმენტის დახმარებით სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა
მასწავლებლები და ინკლუზიური განათლების სპეციალისტები მოსწავლის სწავლის პროგრესის ასახვას, დოკუმენტირებას და მართვას შეძლებენ.
ტრენინგების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეების განათლების ხელშეწყობა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ხარისხის
ამაღლება.
|