მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებლებისთვის საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება
სიახლეების არქივი25 ივნისი , 2015
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე რეგისტრაციას განაგრძობს. რეგისტრაცია ცენტრის ოფიციალურ საიტზე 5 ივლისამდე გაგრძელდება.
მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ტრენინგები გაიარონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 16 საგანში. აღნიშნული საგნებია:

• ქართული ენა და ლიტერატურა
• მათემატიკა
• ინგლისური
• გერმანული
• ფრანგული
• რუსული
• ფიზიკური აღზრდა
• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
• მუსიკა
• გეოგრაფია
• ისტორია
• სამოქალაქო განათლება
• ბიოლოგია
• ქიმია
• ფიზიკა
• დაწყებითი განათლება

ცენტრი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ ტრენინგის გავლისთვის სასურველი ტერიტორიული ერთეული. დარეგისტრირებულ კანდიდატს ეცნობება კურსის ჩატარების ზუსტი დრო.

მასწავლებლები პროგრამის ფარგლებში, საგნების მიხედვით გაივლიან სწავლების მეთოდიკას და სტრატეგიებს, ასევე მოსწავლეთა შეფასებისა და გაკვეთილის დაგეგმვის საკითხებს.
საჯარო სკოლის მოქმედ მასწავლებლებს, რომლებსაც აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ, სწავლება დაუფინანსდება, სხვა დაინტერესებული პირებისთვის კი ტრენინგი ფასიანია.

დაინტერესებულ პირებს სააპლიკაციო ფორმის შევსება შეუძლიათ მითითეულ ბმულზე: http://www.tpdc.ge/registration1/reg/.