მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია პროფესიული
განათლების მასწავლებელთა ტრენინგები საწარმოში. მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ,
საწარმოებში გაიარონ პროფესიული განვითარების ტრენინგები და მიიღონ უახლესი ცოდნა დარგთან
და პროფესიასთან დაკავშირებით.
მილენიუმის პროექტის
მიერ შემოთავაზებულ იქნა მასწავლებელთა საწარმოში ტრენინგების ორგანიზების, ჩატარებისა
და შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც განხილულ იქნა ცენტრის ექსპერტებთან და ტრენერებთან
ერთად.
საწარმოში ტრენინგების
მეთოდოლოგიის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს საწარმოებისა და სასწავლებლების
ერთმანეთთან დაკავშირება და თანამშრომლობის დამყარება მასწავლებელთა განვითარებისა
და სტუდენტთა შემდგომი დასაქმების მიზნით. მეთოდოლოგია ითვალსიწინებს კერძო სექტორის
ჩართულბას სასწავლო-საწარმო პროცესში და ასევე საწარმოებში ტრენერების მომზადებას მასწავლებელთა
ტრენინგებისათვის.
წელს დაგეგმილია
საწარმოში ტრენინგები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის აგრარული, მშენებლობა
და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო მიმართულებებით.
|