მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებელთა დამხმარე პროფესიული რესურსის პრეზენტაცია გაიმართა
სიახლეების არქივი01 მაისი , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლებს ცენტრის მიერ გამოცემული ნათარგმნი და ქართველი ავტორების მიერ შექმნილი დამხმარე პროფესიული ლიტერატურა წარუდგინა. ცენტრმა სამი საგანმანათლებლო რესურსი წარადგინა: ევროსაბჭოს პუბლიკაციების ნაკრები „ქარტია ყველასათვის“; „გეოგრაფია - მეთოდური მასალები მასწავლებლებისთვის“ და „სწავლების მეთოდები უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის“.

აღნიშნული ლიტერატურა განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, მასწავლებელთა ტრენერებისა და განათლების სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის.

ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო რესურსების მიზანია სწავლების პროცესში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, ადამიანის უფლებების სწავლება და ამ გზით დემოკრატიული საზოგადოების შენება. პუბლიკაციები „ევროპის საბჭოს ქარტიის - განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებების სწავლება“ გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს ქარტიის დანერგვის გზამკვლევი, პოსტერი და სამუშაო ბარათები.

„გეოგრაფია - მეთოდური მასალები მასწავლებლებისათვის“ - პუბლიკაცია დაეხმარება გეოგრაფიის პედაგოგებს სასწავლო პროცესის უფრო მრავალფეროვნად, საინტერესოდ, ხალისიანად და შედეგიანად წარმართვაში. წიგნი მოიცავს როგორც მეთოდურ რესურსებსა და რეკომენდაციებს, ასევე, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებისთვის განკუთვნილ საინტერესო საკითხავ მასალას.

ქართველი ავტორების მიერ შეიქმნა პროფესიული სახელმძღვანელო „სწავლების მეთოდები უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის“, რომელიც განკუთვნილია მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ. პუბლიკაცია პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენაში, მათთვის ცოდნის ეფექტიანად მიწოდებასა და თანაბარი ჩართულობისათვის ყველაზე შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნაში.

აღნიშნული პუბლიკაციები საქართველოს ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.