საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს შეიმუშავებს.
კომისია დღეიდან მუშაობას შეუდგა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრი თამარ სანიკიძე შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო კომისიის მუშაობის საორგანიზაციო საკითხები.
19 წევრისაგან შემდგარი სპეციალური სახელმწიფო კომისიის წევრები არიან წარმომადგენლები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებიდან, პროფესიული კავშირებიდან, ასევე პედაგოგები და დირექტორები სასკოლო საზოგადოებიდან, წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, განათლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ განათლების ექსპერტები.
|