მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ინიციატივით დღეს პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემასთან დაკავშირებით.
შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, რომელსაც ასამდე თბილისის
საჯარო სკოლის მასწავლებელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე იმსჯლეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
- სქემით განსაზღვრული საკვალიფიკაციო საფეხურები;
- საფეხურიდან
საფეხურზე გადასვლა და კატეგორიების დაჩქარებული გავლის შესაძლებლობა;
- ის
აქტივობები, რომელიც შესაძლოა შეფასდეს;
- მასწავლებლების
შეფასების გზები.
შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებლების ინფორმირებულობა
და მასწავლებლებისთვის კითხვა პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათი
მოსაზრებების, შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინება.
უწყვეტი პროფესიული განვითარება არის პროცესი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს
მიიღოს პროფესიაში არსებული გამოწვევები. სწორედ, პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვით, მასწავლებლებს
ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაცია და სტატუსი აიმაღლონ, რითაც სკოლასაც მოუტანენ სარგებელს
და ზოგადად, ხელს შეუწყობენ განათლების დონის ამაღლებას. საბოლოოდ, მასწავლებლის
კარიერული ზრდა ხელფასის ზრდას განაპირობებს.
|