მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ილიას სახელმწიფო უნივესიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივესიტეტი იღებს ვალდებულებას:
- შეიმუშაოს აუტიზმის მქონე მოსწავლეთა სწავლების სატრენინგო მოდულები;
- უზრუნველყოს
სატრენინგო მოდულის პილოტირება;
- გაუწიოს რეკომენდაცია ტრენერებს შემუშავებული მოდულის მიხედვით ტრენინგების ჩასატარებლად.
ხოლო თავის მხრივ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია:
- უზრუნველყოს
ადგილი და საჭირო მასალა
თეორიული მეცადინეობებისათვის;
- მოახდინოს უნივერსიტეტის
შესაბამისი პროფილის სტუდენტების უფასო დასწრება ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე;
- გასცეს ტრენინგის
მონაწილეებისთვის უნივერსიტეტისა და ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატები;
თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია აუტიზმის მქონე მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობა და სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტთა პროფესიული გადამზადება/განვითარება.
|