მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) საჯარო სკოლის
10 ფიზიკის მასწავლებელი გაუშვა, სადაც მიმდინარეობს მსოფლიოში ყველაზე მაშტაბური და
ამბიციური ექსპერიმენტი ე.წ. დიდი ადრონული კოლაიდერი.
ერთი კვირის განმავლობაში
ფიზიკის მასწავლებლებს ლექციებს უტარებდნენ, როგორც CERN-ში მოღვაწე ქართველი და უცხოელი
მეცნიერები, ასევე სპეციალურად მათთვის სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებიდან
ჩამოსული ქართველი პროფესორ-მასწავლებლები. პედაგოგებმა ასევე საშუალება ქონდათ დაეთვალიებინათ
სამეცნიერო ლაბორატორიები და გაცნობოდნენ ყველა მიმდინარე ექსპერიმენტს.
ვიზიტი მიზნად
ისახავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ამ ეტაპზე ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა
და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას სკოლებში.
პედაგოგები შერჩევა
მოხდა სქემის მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე.
შერჩევისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნა რეგიონალური პრინციპიც, რათა, შეძლებისდაგვარად,
წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს ყველა რეგიონი/კუთხე.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი ფიზიკისა და სხვადასხვა საგნების პედაგოგებს სტაჟირებაზე ყოველწლიურად აგზავნის.
|