მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა ვიზიტი პოლონეთში
სიახლეების არქივი16 სექტემბერი , 2014
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ხუთი საჯარო სკოლების ქიმიისა და ხუთი ბიოლოგიის პედაგოგი პოლონეთში, ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაემგზავრნენ.

კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი ყოველწლიურად მართავს ფორუმს, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია. ამასთან კოპერნიკის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას. მათ შორისაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლუბის შექმნა მოსწავლეთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის.

ფორუმის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაო შეხვედრების გარდა კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში პედაგოგები გაეცნობიან ცენტრის სტრუქტურას და მუშაობის სპეციფიკას, სამეცნიერო კლუბების ჩამოყალიბებისა და სასკოლო ქსელების განვითარების სტრატეგიას, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში ექსპერიმენტების დაგეგმვასა და განხორციელებას ხელმისაწვდომი რესურესებით.

ვიზიტის დასრულების შემდეგ პედაგოგები თავიანთ სკოლებში ჩამოაყალიბებენ საბუნებისმეტყველო კლუბებს და პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას გაუაზიარებენ რეგიონის სხვა სკოლებს, რაც დასაბამს მისცემს საბუნებისმეტყველო კლუბების სასკოლო ქსელების ჩამოყალიბებას.
 
მასწავლებლების შერჩევა მოხდა სქემის მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე. შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა რეგიონალური პრინციპიც, რათა, შეძლებისდაგვარად, წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს ყველა რეგიონი/კუთხე.