მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმატებით ხორციელდება
სიახლეების არქივი08 სექტემბერი , 2014

მასწავლებლის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო მიღებაზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი პროგრამის მონაწილეებსა და მათ საქმიანობაზე.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია რეგიონებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და იქ, სადაც მასწავლებლის დეფიციტია, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმება. განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ რეგიონები, სადაც მოზარდები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. არსებული ვითარების პრევენციისა და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა ბოლო წლებში დაიხვეწა და სრულად მოერგო საჭიროებებს.

განახლებული პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან :

  • გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი – 2014 წლიდან პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს არა მხოლოდ მაღალმთიანი და შორეული რაიონების სკოლებს, არამედ ფარავს სა­ქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლას, რომლებშიც კვალიფიციური მასწავ­ლებლის დეფიციტია.
  • გაიზარდა მასწავლებელთა ანაზღაურება - სკოლებში საათობრივი დატვირთვის მიხედვით მიღებულ ანაზღაურებას ემატება დანამატი, რომლის ოდენობა განისაზღვრა იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდება­რეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილიდან და შეადგენს 1000 ლარამდე სკოლის ხელფასზე დანამატის სახით.  
  • პედაგოგთა 50% შე­საბამისი საგნის მასწავლებლობის სერტიფიკატს ფლობს, რაც ასევე სიახლეა, ვინაიდან, 2014 წლიდან  შესარჩევ ეტაპზე უპირატესობა, სწორედ ასეთ კატეგორიას  ენიჭება.

2013-2014 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართული იყო 146 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის საჯარო სკოლაში ერთი წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ. მათგან 114 სექტემბრიდან რჩება პროგრამაში. მასწავლებელთა ნაწილი აღარ აგრძელებს პროგრამაში მონაწილეობას მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მიზნით, რასაც ასევე, პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო გრანტის საფუძველზე, სამინისტრო  უფინანსებს მონაწილეებს.