მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მონიტორ-კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა რის შემდეგაც იმუშავეს მასწავლებელთა სამიქნობების შეფასებაზე.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის ახლად გამოცემულ ვერსიას. სტანდარტოს გზამკვლევი დაეხმარება მასწავლებლებს როგორც საკუთარი შეფასებაში, ასევე პროფესიული განვითარები ინდივიდალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო გზამკვლევის განხილვას. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე გზამკვლევის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილში მონიტორ-კონსულტანტები გაეცნენ მასწავლებელთა შეფასების რუბრიკებს და საშუელება ჰქონდათ, პრაქტიკულად განეხილათ მასწავლებელთა პორტფოლიოები და პორტფოლიოს შეფასების შესაძლებლობები და მტკიცებულებები.
ამგვარი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის სამუშაო ვერსიის დახვეწასა და მის მორგებას მასწავებელთა რეალურ პრაქტიკულ საჭიროებებზე.
ამჟამად მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროექტის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან. მისი გაცნობის შესაძლებლობა მოქმედ მასწავლებლბსა და საზოგაპოდების სხვა წარმომოადგნელებს უახლოეს მომავალში ექნებათ. სქემის დამტკიცება ახალი სასწალო წლისათვის არის დაგეგმილი.
|