მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
მასწავლებლის
სტანდარტის უპირველესი დანიშნულება მასწავლებელთა საქმიანობის პროცესის მართვა და
უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ის, თუ რა მოთხოვნებს უნდა
აკმაყოფილებდეს პროფესიონალი მასწავლებელი, გაწერილია სტანდარტში. ის უშუალოდ
უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიცაა ეროვნული სასწავლო გეგმა და
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.
მასწავლებლის
პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებით:
- იხვეწება მასწავლებლის მომზადებისა
და გადამზადების პროგრამები;
- ინერგება მასწავლებლის შეფასების ინსტრუმენტები;
- იგეგმება პროფესიული
განვითარების გზები და საშუალებები;
- ისაზღვრება პროფესიული განვითარების მხარდაჭერის
ღონისძიებები (რესურსები და სხვ).
მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტი 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა მას შემდეგ აუცილებელი
გახდა სტანდარტის პირველ ვერსიაში ცვლილებების შეტანა და მასწავლებლის სტანდარტის
ძირითადი, პედაგოგიური ნაწილის დახვეწა ახალი გამოწვევების შესაბამისად. ასევე,
2014 წლის მარტში ცვლილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო მასწავლებელთა
ოთხ სხვადასხვა საკვალიფიკაციო კატეგორიად დაყოფა, რაც საფუძვლად დაედება
პროფესიული განვითარების სქემის განახლებულ ვერსიას.
|