მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
გია მურღულიას წიგნის პრეზენტაცია
სიახლეების არქივი28 მაისი , 2014
მასწავლებლის სახლში გია მურღულიას წიგნის "საუბრები უფროსკლასელებთან" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

წიგნში თავმოყრილია ავტორის ჩანაწერები, რომლებიც ახალგაზრდა თაობისათვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს ეხება. ეს არის მცირე ტექსტებზე დაფუძნებული იმპროვიზაციები, მასწავლებლებს მოსწავლეთა ფიქრის, მსჯელობისა და შეფასების კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესაძლებლობას რომ მისცემს. აქ ნახავთ წერილებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ზნეობაზე, ქცევის კულტურაზე, კონფლიქტებზე, თვითშეფასებაზე, თაობათა ურთიერთობაზე, სიბრძნესა და უმეცრებაზე - მოკლედ, ყველაფერ იმაზე, რაც ადამიანად ყოფნის სიამოვნებასაც ბადებს და სირთულესაც.

წიგნის წინასიტყვაობაში მისი რედაქტორი - გამორჩეული ქართველი ლიტერატურისმცოდნე და მწერალი როსტომ ჩხეიძე წერს:„უშუალო საბაბი ამ ჩანაწერების შექმნისა, უმეტესობა მცირე ესეებადაც რომ წარმოგვიდგება, გაკვეთილებზე წამოჭრილი თემები აღმოჩნდებოდა – ყმაწვილებს რაც აღელვებდათ და აინტერესებდათ, რის პასუხსაც ეძიებდნენ, რისი ნიუანსების გარკვევაც ეწადათ... და გია მურღულიას ერუდიციისა და ორატორული უნარის კაცი ამ თემებზე ააგებდა მრავალმხრივ საგულისხმო იმპროვიზაციებს, რომლის წარმმართველიც იქნებოდა ფიქრის გაზიარების სურვილი, გადმოცემის ისეთი მანერა, რაც შეიძლება მისანდობი რომ ყოფილიყო ახალგაზრდებისათვის, რათა მარტოდენ მსმენელებად კი არ დარჩენილიყვნენ, არამედ აჰყოლოდნენ მსჯელობის დინამიკას და ცხოველი მონაწილეობაც მიეღოთ ფიქრის გაგრძელებასა თუ საკმაოდ მწვავე დისკუსიაში.თავი ეგრძნოთ არა პატარებად, არამედ მსჯელობის სწორედაც სრულფასოვან მონაწილეებად“.

ყველა ის პედაგოგი ან მშობელი, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, შეძლებს ბავშვებთან ურთიერთობისა და საუბრისას ისეთი საინტერესო სადისკუსიო და შემეცნებითი გარემო შექმნას, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს მოსწავლის გააზრებულ ჩართვას სასწავლო პროცესში და საკუთარი აზრის თავისუფალ გამოხატვას.