მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მონაწილე პედაგოგებს სიგელები გადაეცათ
სიახლეების არქივი15 აპრილი , 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების 80-მდე პედაგოგს, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სიგელები გადასცეს.

პროგრამას „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება და რეგიონების ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება.
 
პროექტის მონაწილე ქართული ენის სერტიფიცირებული მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი ანაზღაურება ყოველთვიურად 1 000 ლარს შეადგენს.

პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მასწავლებლები ქართულ ენაში ამზადებენ სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს, ასევე ქართული ენის შესწავლის მსურველებს. მასწავლებლების პასუხისმგებლობაა, ასევე, სკოლაში ქართული ენის კლუბის შექმნა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, ქართული ენის საღამოების, კონკურსების მოწყობა, სადაც მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად ჩართული არიან მშობლებიც.