პროფესიული სასწავლებლების მენტორ-მასწავლებლებს პედაგოგიურ უნარებში სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში პედაგოგები სხვადასხვა საკითხებს ეცნობოდნენ:
- ეფექტური კომუნიკაციის არსი;
- კომუნიკაციის სახეები;
- მოსწავლეებში კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარების ეფექტური სტრატეგიები;
- პედაგოგიური სიტუაციების ანალიზი და სხვ.
გარდა ამისა ტრენინგებზე საუბარი იყო სწავლებისა და სწავლის ეფექტურ სტრატეგიებზე, რომელთა ადექვატური გამოყენება ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებში აამაღლონ შინაგანი მოტივაცია; პედაგოგებმა ასევე იმსჯელეს და გააანალიზეს როგორ გავლენას ახდენს მოტივაციაზე მოსწავლის კოგნიტური და ფსიქოლოგიური სამყარო და გაეცნენ კონფლიქტების მართვის სტრატეგიებსა და რეკომენდაციებს ამ სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებისათვის.
მენტორ-მასწავლებლების ტრენინგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული 16 საჯარო პროფესიული სასწავლებლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
|