მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
უფასო პირადობის მოწმობების აქცია 158-ე საჯარო სკოლაში
სიახლეების არქივი21 იანვარი , 2014

უფასო პირადობის მოწმობების მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში, ვაშლიჯვარის დასახლებაში მდებარე #158–ე საჯარო სკოლის პედაგოგების საიდენტიფიკაციო მონაცემების შეკრება ადგილზე განხორციელდა. აქციის ფარგლებში, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სკოლაშივე მოხდა პედაგოგების განცხადებების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება, ასევე მათი იდენტიფიცირება, ფოტოსურათების გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის ჩაბარება.

ღონისძიებას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დორექტორი ნინო ჩიჩუა, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ესწრებოდნენ. საახალწლო აქცია პედაგოგებისათვის 23 დეკემბერს დაიწყო და დღემდე სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიიის სახლებს 26 ათასამდე პედაგოგმა მიმართა. აღნიშნული აქცია 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობების უფასოდ მიღება საჯარო და კერძო სკოლების იმ პედაგოგებს შეუძლიათ, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ მიუღიათ. მასწავლებლებს სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, მათი იდენტიფიცირება მონაცემთა ბაზის მიხედვით ხდება. აქციაში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა თბილისში შემდეგ დროებით სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ:

  • დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო)
  • ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი)
  • აღმაშენებლის გამზირი 89/24 საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან).

რაც შეეხება რეგიონებს, პედაგოგებმა უნდა მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და იუსტიიის სახლებს.