მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი 8 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით მენტორობის
კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. განცხადება ამის შესახებ ცენტრის
დირექტორმა გია მამულაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს,
რომლებსაც პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამწლიანი
გამოცდილება გააჩნიათ და ასწავლიან საჯარო ან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში. შერჩეულ
მენტორ-მასწავლებლებს სახელფასო დანამატის სახით თვეში 180 ლარი გადაეცემათ.
კონკურსი ორ ეტაპად ხორცილდება, პიველ
ეტაპზე მიიღება მენტორობის კანდიდატთა ელექტრონული განაცხადი სამოტივაციო წერილთან
ერთად, ხოლო მეორე ეტაპზე ხდება მენტორობის კანდიდატთა მიერ გაკვეთილის გეგმის
პრეზენტაცია და გასაუბრება.
2013 -2014 სასწავლო წელს, მასწავლებლობის
მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამა განხორცილდება თბილისის, გორის, მცხეთა, რუსთავი,
ახალციხე, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი საჯარო და კერჯო
სკოლებში.
მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მაძიებლებს-დამწყებ მასწავლებელს
პრაქტიკული პედაგოგიური უნარების მიღებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და
სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაში.
|