მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ინკლუზიური განათლება საქართველოში
სიახლეების არქივი04 ოქტომბერი , 2013
„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის 64-ე და 166-ე საჯარო სკოლებში სენსორული (სმენა) და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი საფეხურის მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასები ამოქმედდება, სადაც მოსწავლეები მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისითა და კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმისათვის, რომ საგანმანათლებლო სივრცე გახდეს უფრო ინკლუზიური და მიმღები სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სწორედ ამ მიზნით, ხდება სკოლებში ფიზიკური გარემოს მომზადება, მასწავლებელთა გადამზადება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, მეთოდოლოგიის გამართვა.

კონკურსის წესით შეირჩა ინტეგრირებულ კლასის სპეციალისტები: ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, მეტყველების თერაპევტი, სურდოპედაგოგი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა).

1 ოტომბრიდან ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისათვის სპეციალურ პედაგოგიკაში ერთთვიანი ტრენინგის კურსი დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და დაეხმარება მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო სივრცეში უკეთ ინტეგრირებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების პროცესში. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მიერ, ინტეგრირებული კლასის პროფილის შესაბამისად, თემატური ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ აღნიშნული სკოლების დაწყებითი კლასების დამრიგებლებს.