ფრანგული
ენის მასწავლებლები კვალიფიკაციას საფრანგეთში, ანტიბის საერთაშორისო
ცენტრში აიმაღლებენ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თბილისისა
და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლის პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებაზე
გაუშვა. სპეციალურად შერჩეული 10 პედაგოგი გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით გაივლიან:
·
ახალი
კომუნიკაციური მიდგომის გამოყებენა კლასში;
·
შეფასების
პრობლემატიკა;
·
ავთენტური
დოკუმენტების დახმარებით კლასში ზეპირი მეტყველების განვითარება;
·
ადრეულ
ეტაპზე ფრანგული ენის სწავლების დიდაქტიკა და სხვ.
სასწავლო პროგრამა
სახელწოდებით „ახალი კომუნიკაციური მიდგომის მეთოდიკა“ ფრანგული ენის სწავლებისას სპეციალურად
ქართველი მასწავლებლებისთვის შეიქმნა. ანტიბის საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოს თითქმის
ყველა ქვეყნიდან ჩასულ ფრანგულის მასწავლებლებს ამზადებს. საქართველო კი ამ პროგრამაში
პირველად ჩაერთო.
პედაგოგების შერჩევა
ოთხი ძირითადი კრიტერიუმით მოხდა:
·
მაღალი
ქულა სასერტიფიკაციო გამოცდაში;
·
მასწავლებელთა
პროფესიულ სქემაში ჩართულობა;
·
რეგიონალური
პრინციპი;
·
პრიორიტეტი
მიენიჭა მასწავლებლებს, რომლებიც ამ დრომდე სფრანგეთში სტაჟირებაზე არ ყოფილან.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად ერთ–ერთი მასწავლებლის მგზავრობის ხარჯები
საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა დაფარა. 23–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფრანკოფონიის
დღეების ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულია.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითრაების ეროვნული ცენტრი ფრანგულის მასწავლებლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად
საფრანგეთში პირველად უშვებს. ცენტრმა ფრანგული
ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა ღონისზიებები განახორციელა
(სემინარები, მასტერ-კალსები, კონფერენციები და ა.შ), რომლის ერთ-ერთი დასკვნითი ეტაპი
საფრანგეთში სტაჟირებაა.
მასწავლებელთა
პროფერიული განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალში საზღვარგარეთ ინგლისურის, გერმანულისა
და ფიზიკის მასწავლებლების სტაჟირებასაც გეგმავს.
|