მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მასწავლებლებისთვის კონფერენციას
მართავს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები
ინკლუზიური განათლების კუთხით 3 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს
შეაჯამებენ და სამომავლო გეგმებსაც განიხილავენ. კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გია მამულაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე
განხილულ საკითხებს შორის რამდენიმე ძირითადი მიმართულება იყო:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლების
პროფესიული უნარების განვითარება ინკლუზიური სწავლების სფეროში;
- სპეციალური
მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარება და სერტიფიცირების საკითხები;
- სპეციალური სკოლის თანამედროვე ხედვა და სპეციალური
სკოლის როლი საგანმანათლებლო სივრცეში;
- სპეციალური პროფილის მქონე სკოლების ადამიანური
და მეთოდოლოგიური რესურსების განვითარება.
კონფერენცია 3 დღის განმავლობაში
გაგრძელდება. |