მასწავლებლის სახლში დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის ერთდღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს ჰუმანისტური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპები გააცნო.
სემინარზე საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან, ტექსტის ანალიზი, ინფორმაციის დამუშავება და სწორად აღქმა მოსწავლეების მიერ და სხვ.
სემინარის ბოლოს პროფესორმა შალვა ამონაშვილმა პედაგოგებს იმიტირებული გაკვეთილი დაუდგა, რომლის საშუალებითაც სემინარზე განხილული თემები მასწავლებლებს პრაქტიკაში გამოაყენებინა.
სემინარს თბილისის საჯარო სკოლებიდან 100-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი ესწრებოდა.
|