განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში (მასწავლებლის სახლში) 3 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ფიზიკოსებისთვის.
შეხვედრის განმავლობაში განიხილება შემდეგი საკითხები:
1. ცერნში არსებული ექსპერიმენტების მოკლე მიმხოლვა (LHC-ზე და მასზე მოქმედ ექსპერიმენტები, ATLAS-ის დეტექტორზე);
2. ATLAS-ის კომპიუტერულ მომსახურება (როგორ ხდება დეტექტორის მიერ მონაცემთა დაგროვება, დახარისხება და შემდგომი გადამუშავება ჯერ ცერნის კომპიუტერულ ცენტრში და შემდგომ ე.წ. კომპიუტერულ გრიდზე);
3. ATLAS-ის მონაცემთა ანალიზის; პროგრამული სისტემის აღწერა, მისი თავისებურებები(პროგრამულ უზრუნველყოფაში პარალელიზმი);
4. ATLAS-ისპროგრამების პარალელიზაციისპერსპექტივები: რა გვაქვს უკვე დღეს და რისი გაკეთებას ვაპირებთ მომავალში.;
5. პარალელიზმის იმ ტექნოლოგიების მცირე მიმოხილვა, რომლებიც განიხილება დღეს ATLAS-ის და სხვა ესპერიმენტების მიერ. მაგალითად,პარალელურ ბიბლიოთეკები.
მომხსენებლის რანგში წარდგება: ვახო წულაია
მცირებიოგრაფია: დაიბადა თბილისში 1971 წელს, 1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1996-2003 წლებში მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (JINR), დუბნა,რუსეთი; ATLAS ექსპერიმენტს შეუერთდა 2000 წელს, თავდაპირველად მუშაობდა ATLAS-ის ადრონული კალორიმეტრის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე; 2003-2011 წლებში მუშაობდა CERN-ში, აშშ ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის ჯგუფში. სამუშაო ეხებოდა ATLAS ის მონაცემთა ანალიზის პროგრამული ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტებს: დეტექტორის პროგრამული აღწერას, ფიზიკური პროცესების მოდელირებას, მონაცემთა ბაზებს, ფიზიკური მოვლენების სამგანზომილებიან ვიზუალიზაციას; 2011 წლიდან დღემდე მუშაობდა აშშ ქალაქ ბერკლიში, ლორენსბერკლის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიაში. აგრძელებს მუშაობას ATLAS-ის პროგრამულ პროდუქტებზე, კერძოდ პარალელიზმის ასპექტებზე ATLAS-ის მონაცემთა ანალიზის ინფრასტრუქტურაში.
სემინარზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ 31 ივლისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: gsulakvelidze@tpdc.ge
|