მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
სიახლეების არქივი16 თებერვალი , 2013

მასწავლებლის სახლში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით განხორციელდა და ის რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა:





  • საქართველოს კერძო/სახელმწიფო სკოლებში მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა;
  • წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემები;
  • მასწავლებელთა სერტიფიცირების მიმართ დამოკიდებულება და სხვ;
  • პროფესიული განვითარების სქემისადმი მასწავლებლების დამოკიდებულება;

 

2010 წლიდან მოქმედი მასწავლებელთა სერტიფიცირების მიმართ პედაგოგთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: გამოკითხულთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა მიმდინარე სერტიფიცირება დროული და აუცილებელია, მეორე ნაწილის აზრით სერტიფიცირების პროცესის დაწყება 2010 წლიდან დაგვიანებული იყო, ზოგიერთი მათგანი კი აღიარებს სერტიცირების საჭიროებას, თუმცა არა ამ ეტაპზე.

გამოკითხულ მასწავლებელთა 86.3% აღნიშნავს, რომ ესწრებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ხოლო პედაგოგთა 40%-მდე - პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. ტრენინგების შეფასებები, ორივე შემთხვევაში, დადებითია.

ზოგადი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ პედაგოგთადამოკიდებულებამ აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა (71.4%) დადებითადაა განწყობილი.

მასწავლებელთა გამოკვეთილად დადებით შეფასებას იმსახურებს შემდეგი რეფორმისტული ცვლილებები:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები (81.2%);
  • ერთიანი საატესტატო გამოცდების შემოღება (77.5%);
  • მასწავლებლის, მოსწავლისადასკოლისადმინისტრაციისქცევისკოდექსი (71%).

 

ჩატარებულმა კვლევამ ასევე ცხადყო 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით ორი ალტერნატივის არსებობა:

  • 5 წლის ბავშვების მიღების ეს პრაქტიკა დარჩეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა გარკვეული ცვლილებების განხორციელება: (სკოლამდელი აღზრდის სისტემის გამართვა, 5 წლის მოსწავლეების საკლასო ოთახების ინფრასტრუქტურის ადაპტირება მათ თავისებურებებზე,

ბავშვების სკოლისათვის მზაობის შემოწმების სისტემის შექმნა და სხვ.)

  • 5 წლიანი ბავშვების მიღების ეს პრაქტიკა დროებით შეჩერდეს და დაიწყოს სამომავლო მზადება. ამისათვის უნდა განხორციელდეს იგივე საქმიანობა, თუმცა ეტაპობრივად და 5 წლის მოსწავლეთა მიღების პრაქტიკა უნდა დაინერგოს მაშინ, როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და სამინისტროს რეფორმის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.