მასწავლებლის
სახლში ფილოლოგმა და ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მასტერ-კლასი ჩაატარა. თბილისის სხვადასხვა სკოლების პედაგოგებთან ექსპერტმა სკოლებში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლებაზე ისაუბრა.
ზაზა
შათირიშვილმა
ყურადღება
გაამახვილა
ჰაგიოგრაფიული
ნაწარმოებების
სწავლების
თავისებურებებზე,
ამ პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე. გარდა ამისა, საუბარი იყო „ვეფხისტყაოსნის“
სწავლების
მნიშვნელობასა
და ნაწარმოების თემატიკის სწორად მიწოდებაზე. შეხვედრაზე პედაგოგებმა კითხვები დასვეს და საკუთარი გამოცდილების შესახებაც ისაუბრეს.
მასწავლებლის
სახლში პედაგოგებისა და ცნობილი ექსპერტების შეხვედრები გაგრძელდება და ის ყველა საგნის სპეციალისტებთან
ჩატარდება.
|