მასწავლებლის სახლში ახალი მიმართულების
ტრენინგ-პროგრამა - „ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის განვითარება და შეფასება“
დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორის
მოადგილეები სასწავლო დარგში. 12 დღის განმავლობაში ისინი სწავლისა და სწავლების
ხარისხის განვითარების ძირითად მექანიზმებსა
და ინსტრუმენტებს აითვისებენ. ტრენინგებზე
ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე როგორიცაა:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლისა და
სწავლების ხარისხის განვითარების აუცილებლობა და საკუთარი როლის განსაზღვრა ამ პროცესში;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლისა და
სწავლების ხარისხის განვითარების ძირითადი
მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გაცნობა;
- იმ სფეროების გამოყოფა, რომელთა განვითარება ხელს
უწყობს ხარისხის უზრუნველყოფას სკოლაში;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და
შეფასება, როგორც სწავლისა და სწავლების ხარისხის განვითარების მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები.
ტრენინგის მონაწილეები ასევე დაეუფლებიან პრაქტიკულ
უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება მასწავლებელთა საქმიანობის შეფასებასა და
კონსულტირებისაში. მსგავსი
ტრენინგების განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლის ბაზაზე კვალიფიციური ჯგუფების
შექმნას, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ სკოლებში განათლების ხარისხის ამაღლებას.
აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვანია განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და
სკოლების ავტონომიურობისათვის. |