მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
დაიწყო გრძელვადიანი ტრენინგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ საფუძვლებში.
კურსის მიზანია მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტთან და ეთიკის კოდექსთან მსმენელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა. მსმენელები მიიღებენ პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ
ცოდნას, დაეუფლებიან სათანადო უნარ-ჩვევებს, რათა მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული
სწავლების პირობებში შეძლონ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა.
კურსი შედგება ექვსი მოდულისგან:
- საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო
სისტემის ძირითადი საფუძვლები;
- სწავლისა
და განვითარების თეორიები და მისი გამოყენება
სასწავლო პროცესში;
- სასწავლო
პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები;
- კომუნიკაციის
პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია;
- კლასის
მართვისა და კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიები;
- სასწავლო
პროცესის შეფასება.
კურსის ფარგლებში სწავლება ორიენტირებული იქნება არა
მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ სასწავლო პროცესში
ამ ცოდნის ეფექტიანად გამოყენების უნარების განვითარებაზე.
|