მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი 2018 წლის 10-14 ივლისს მუსიკალური
განათლების საერთაშორისო საზოგადოების წინასაკონფერენციო სემინარს უმასპინძლებს,
რომელიც 15-20 ივლისს, ქალაქ ბაქოში გაგრძელდება 33-ე მსოფლიო კონფერენციით -
„საერთაშორისო საზოგადოება მუსიკალური განათლებისთვის“.
მუსიკალური განათლების სფეროს ერთ-ერთ პრესტიჟულ
ღონისძიებაში ჩართვას მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოება ქართველ
მუსიკოსებსა და მუსიკის მასწავლებლებსაც სთავაზობს.
საკონფერენციო თემატიკა შემდეგი სახისაა:
·
ტრადიცია, ლოკალურობა და კულტურული იდენტურობა
·
პარტნიორობა და სოციალური ერთიანობა
·
კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები
მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ
ორგანიზაციის ვებგვერდზე და წარადგინონ სემინარსა და კონფერენციაში მონაწილეობის
განაცხადები 2017 წლის 15 დეკემბრამდე. გარდა ამისა, ბაქოში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობისათვის მოითხოვონ დაფინანსება, რისთვისაც უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია.
გარდა იმისა, რომ
მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოვლენილი
ქართველი მომხსენებლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გამართულ სემინარში, ასევე, ორგანიზატორი მხარის მიერ დაფინასდება ბაქოში დაგეგმილ კონცერენციაში მათი
მონაწილეობა.
მსოფლიო კონფერენციის მიზანია მსოფლიო ქვეყნების მუსიკის
პედაგოგებს შორის იდეებისა და გამოცდილების
გაზიარების მეშვეობით გლობალური
ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს მუსიკალური განათლების მიწოდებას ყველა ასაკის ადამიანისათვის მთელ
მსოფლიოში.
დეტალური ინფორმაცია
სარეგისტრაციო ბმული
|