სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და
საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. მონაწილეები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების
წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
სემინარს დაესწრება შეეძლება
პირველი 15 მასწავლებელს
თბილისიდან, რომელიც დარეგისტრირდება ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/15NaLavTtytZjdF9-Uf8p1kgnV4SsgarwZwpEIxhXOKw/edit
სემინარი გაიმართება ნატოს დღეების
ფარგლებში 2017 წლის 6-7 აპრილს.
დღის წესრიგის სამუშაო ვერსია |