პროგრამაში ჩართვის
უფლება აქვთ საჯარო სკოლის მოქმედ მასწავლებლებს 2 წლამდე სტაჟით, რომლებიც
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს ასწავლიან.
საქართველოს ზოგადი
განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მასწავლებლის
პროფესიაში კვალიფიციური კადრის მოზიდვა და შენარჩუნებაა.კვლევის შედეგად დადგინდა,რომ
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნა და განსაკუთრებით,
პრაქტიკისათვის განკუთვნილი მცირე დრო არასაკმარისია იმისათვის, რომ დამწყებმა
მასწავლებელმა შესაბამისი პროფესიული უნარები შეიძინოს და განივითაროს.
პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე დამწყები მასწავლებლები აწყდებიან მთელრიგ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც დამოუკიდებლად უჭირთ. ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ მასწავლებლის პროფესიის მიტოვების
მაჩვენებელი მაღალია დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერა კარიერის დასაწყისშივე და გამოცდილი კოლეგების, ექსპერტებისა და კონსულტანტების მიზანმიმართულ და კვალიფიციურ დახმარება.
„დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის
პროგრამა“ საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.პროგრამა გათვალისწინებულია
დამწყები 0 - 2 წლამდე სტაჟის მქონე მასწავლებლებისთვის, რომელთა
საჭიროებებიწინასწარი კვლევის საფუძველზე დადგინდება, შეიქმნება შესაბამისი
საწვრთნელი მასალა და პროფესიული განვითარების მიზნით მათ დამატებითი
სერვისებიმიეწოდებათ.
პროგრამის სხვადასხვა ეტაპზე ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ კვლევებსა და გამოკითხვებში, ასევე, პროფესიული განვითარების ტრენინგებში, კონსულტირებაში, კონფერენციებსა და სხვა მხარდამჭერ აქტივობებში.
|