უცხოური ენების სწავლა-სწავლების პროცესის
ხელშეწყობა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი
პედაგოგიური მეთოდების დანერგვისა და უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების უზრუნველყოფით.
- ადგილობრივი უცხოური ენების მასწავლებლების
უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების,
სამეტყველო, ზოგად პროფესიული უნარების გაუმჯობესება;
- უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების,
მათ შორის, თანამშრომლობითი სწავლების დანერგვა სკოლებში;
- მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა:
წერითი, კითხვითი, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და ინტერკულტურული კომპეტენციების
ამაღლება;
- უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა ადგილობრივ თემში.
|