საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნტის თანახმად:
"საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას."
წარმოდგენილი პროგრამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.
თავის მხრივ, განცხადების ადრესატი მის ოფიციალურ პასუხს დაასკანერებს და გამოგიგზავნით თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუმცა, თქვენ დამატებით შეგიძლიათ მობრძანდეთ და განცხადებაზე პასუხი მატერიალური სახითაც წაიღოთ. |