საჯარო ინფორმაციის გაცნობის და ასლების გამოთხოვის უფლება აქვს ყველას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო
ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც წერილობითი,
ისე ელექტრონული ფორმით.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია
დაუყოვნებლივ, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არა უგვიანეს 10 დღისა.
საჯარო ინფორმაციის ასლის
გამოთხოვის შემთხვევაში გამომთხოვნ პირს ეკისრება მოსაკრებლის გადახდა ,,საჯარო ინფორმაციის
ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ტარიფების
შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი:
ირმა ოქროპირიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის იურისტი.
ტელეფონის ნომერი:
(+995 32) 2200 220 (4502)
ელექტრონული ფოსტის მისამართი: iokropiridze@tpdc.ge
ბრძანება დანიშვნის
შესახებ
საქართველოს
მთავრობის
დადგენილება #219 "საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად
გამოქვეყნების შესახებ" |